თბილისში უახლოეს დღეებში მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საველე კარვების მეშვეობით შეეძლებათ.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი რომელ ადგილებზე განთავსდება კარვები, თუმცა ცნობილია, რომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ტესტირება კი ნებაყოფლობითია და სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდება.
საველე კარვების ლოკაცია კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული.
საკოორდინაციო საბჭომ საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის გამო მიიღო.