ძველ თბილისში, ხეთაგურიოვის ქ. #40-ის მიმდებარედ არსებული „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 44-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. 2025 წლის ბოლომდე ბრენდი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამურად, 55 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი. 2023 წლიდან „სმარტის“ სუპერმარკეტები DODO Designs-ის ინტერიერის დიზაინით ვითარდება და „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ გამორჩეულად თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის.
„სმარტის“ ახალი სუპერმარკეტის და ზოგადად, კომპანიის საიუბილეო წელთან დაკავშირებულ სიახლეებზე გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ისაუბრა:
„მოხარულები ვართ, რომ „სმარტი” ქსელის განვითარებას განაგრძობს. უახლოესი თვეების მანძილზე „სმარტი“ თბილისში მარცხენა სანაპიროზე, ხოლო რეგიონში – თელავში, მარნეულსა და მესტიაში გაიხსნება. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის და „სმარტში“ ექსკლუზიური იმპორტის, თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის ერთად შეძენა მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების შეთავაზება „ვისოლის“ კორპორაციული უპირატესობაა, რომელიც მომხმარებელს მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას უქმნის. ამიტომაც „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად, „სმარტის“ სუპერმარკეტის გარდა, „ვინტოს“ ავტომომსახურებას, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს,” – აცხადებს „ვისოლისა“და „სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლმა“ „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო და ქსელის გაფართოება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტებით გადაწყვიტა ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა, თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის, თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის გემრიელი არჩევანი აქვს.
(R)