ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. ფონდის მხარდასაჭერად და მორიგ ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისში იტალიელი კინოვარსკვლავი, სოფი ლორენი ჩამოვა. ამის შესახებ თავად ნინო წერს სოციალურ ქსელში.
„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაგიზიაროთ. ❤️
ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, შეუერთდება მსოფლიო კინო-ლეგენდა მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი. მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.
ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი მხარი დაუჭიროთ ”ნატვრის ხეს” და ჩვენთან ერთად იბრძოლოთ პატარების სიცოცხლის გადასარჩენად, მოგვმართეთ…” – აღნიშნულია განცხადებაში.