წყარო : “ალია”
რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე საცობების პრობლემის მოგვარება და რას გეგმავს ამისთვის თბილისის მთავრობა – კითხვაზე გაზეთ „ალიას“ მერიის პრესსამსახურიდან უპასუხეს, რომ პრობლემის გადაჭრას რამდენიმე გზით ცდილობენ. ერთ-ერთი საკითხია ტაქსების ლიცენზირების თემა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გეგმა.
„კარგი იქნება, გარკვეული რეგულაციების შემოღებაც, თუმცა ეს თბილისის მერიის კომპეტენცია არ არის. აქ საუბარია გარკვეულ შეზღუდვებზე, ამისი კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მხარს დავუჭერთ ცვლილებებს. თბილისის მერიაში არ განიხილება არც მარჯვენასაჭიანი მანქანების და არც მანქანის წლოვანების შემზღუდავი რეგულაციის შემოღება,“ – განუცხადეს „ალიას“ მერიაში.
