თბილისში, თოიძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
როგორც ბინის მეპატრონე ჰყვება, ხელყუმბარა ეზოში არსებული სათავსოს სახურავზე ნახეს, რის შემდეგაც 112-ს დაუკავშირდნენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სასწავლო ხელყუმბარა აღმოჩნდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.