LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში TRACECA-ს ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა

126
გურამ გურამიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის უწყებათა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი.

მისასალმებელ სიტყვაში გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი მნიშვნელოვანი პლატფორმაა მის წევრ სახელმწიფოებს შორის  სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გასაუმჯობესებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ დერეფნის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

მხარეების მიერ, სხდომის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამოიხატა დერეფანში როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო ტრანსპორტის სატვირთო ოპერაციების გაციფრულებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g