LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ველოსადგურების რიცხვი იზრდება (ფოტოები)

110

უნივერსიტეტები, სკოლები, საჯარო სივრცეები, სახელმწიფო დაწესებულებები – თბილისში ნელ-ნელა ველოსადგურების რიცხვი მატულობს.

ველოსიპედის სადგომები დღეს კიდევ ორ ადგილზე მოეწყო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ვაკის რაიონის გამგეობასთან.

მიმდინარე სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბნებში სულ 35-მდე ველოსადგური იქნება. შესაბამის საპილოტე პროექტს თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია „პარნტიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით ახორციელებს. ამ ეტაპზე მათ სულ 25 ველოსადგური მოაწყეს.

ამასთან, თბილისში სადგურების მოწყობას სხვადასხვა კერძო კომპანიაც ახორციელებს.

ამასთან, თბილისში, ველობილიკების მოწყობაც იგეგმება. უკვე დასასრულს უახლოვდება მტკვრის ორივე მხარეს ველობილიკის მოწყობა. პირველი ველობილიკი, დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად, კვლავ დედაენის ბაღამდე მოეწყობა.

აღნიშნული მარშრუტის მოწყობის შემდეგ, მერია მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე სხვა ველომარშრუტებზეც იმუშავებს.

ნახეთ “ფორტუნას” სტატია: გაზაფხულზე თბილისში ველოტრასები მოეწყობა.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g