LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება – სახალხო პლატფორმა

51
გიორგი-აბუთიძე

თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, კიდევ რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს დედაქალაქის მერია 2023 წელს – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ ისაუბრა.

ბატონო გიორგი, 2023 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით იგეგმება 515 მლნ ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება. როგორ ცნობილია, იწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია…

დიახ, წელს იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარე განათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია. რეაბილიტაციის დროს იგეგმება გამზირის ეტაპობრივი გადაკეტვა, რათა არ შეიქმნას საავტომობილო კოლაფსი.

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე მინდა გკითხოთ, რომელიც უკვე  დაწყებულია…თბილისის მერი ამბობდა, რომ რომ ეს პროექტი წელს უნდა დასრულებულიყო. იგეგმება თუ არა პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც?

დიახ, წელს იგეგმება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას, სამუშაოების დასრულება 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება. წელს ასევე იგეგმება შალიკაშვილის სახელობისა და მშვიდობის ხიდების რეაბილიტაცია.

რა ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა?

გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

როგორც ცნობილია, მერია გეგმავს ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციასაც, როდის განხორციელდება ეს პროექტი?

ვინაიდან წელს ვიწყებთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება.

კიდევ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მერია მიმდინარე წელს?

მიმდინარეობს კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. ასევე, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის დასრულდება.

კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გადა ამისა, ივერთუბანში კანალიზაციის ქსელების მოწყობა ხდება, დიდი ნაწილი შარშან განხორციელდა და წელსაც გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები