თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მანქანა მოპედს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.