თბილისში ზონალური პარკირება 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომამდე კახა კალაძემ განაცხადა.
“სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ზონალური პარკირების ამოქმედება. მისი ამოქმედება 1-ელი ივლისიდან იგეგმებოდა,
თუმცა რადგან ჩვენ გვინდა, რომ ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარარელურად მოხდეს ამ რეფორმის ამოქმედება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზონალური პარკირება ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა. ეს არის საპილოტე პროექტი,” – განაცხადა კახა კალაძემ. ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი ამოქმედდება
დედაქალაქის ისეთ ადგილებში, სადაც საპარკინგე ადგილებზე მაღალია მოთხოვნაა, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა, დანარჩენ ადგილებზე, პარკირების არსებული სისტემა დარჩება, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საპილოტე პროექტი, თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში, მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება. “ამ პროექტზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სად უფრო მარტივი და ეფექტური იქნება პარკირების სისტემის ამოქმედება. […]
პირველ რიგში, საპილოტე პროექტი ლესელიძეზე და აბანოთუბანში ამოქმედდება. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საათობრივი პარკირება არ შეეხებათ. ელექტროავტომობილებისთვის პარკირება ქალაქში და მათ შორის ამ ქუჩებზეც უფასო იქნება.