LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ახვლედიანმა საერთაშორისო პარტნიორებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

56
pjimage-20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

თეა ახვლედიანმა 60-მდე საერთაშორისო პარტნიორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც შერიგების და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით.

დისტანციურ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას დაეთმო. აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან განხილული იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მიმდინარე წლის გეგმები, ამოცანები და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ხედვები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g