LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია: „კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერი რუსის გინებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფეხქვეშ გავეგები!..“

496
თეა დარჩია

თეა დარჩია რუსეთთან და რუსებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება, მათ შორის რუსების გინებასაც და საზოგადოებას მოუწოდებს, ისე ნუ მოიქცევა, როგორც ჩვენი მტერი იქცევა:

„მე, თეა დარჩია, სისხლით – ხორცამდე ქართველი, ვემიჯნები ყოველგვარ კოლაბორაციას ბოროტებასთან, ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობასა და ნებისმიერ აგრესიას!!! მე, ქართველი და მაშასადამე ევროპელი, ვუერთდები სიკეთესა და სიყვარულს, სიბნელისა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვითხოვ საქართველოს ცის დაკეტვას მესამე მსოფლიო ომის შესაჩერებლად!!! ასევე, კატეგორიულად ვგმობ საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი რუსის ქუჩასა თუ სხვადასხვა ადგილას ცემას, გინებასა და ლანძღვას!!! ეს ფორმა ჩვენი არ არის!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფეხქვეშ გავეგები და მოვემსახურები, ფიანდაზებს დავუგებ და  ველაქუცები!!!

მე, თეა დარჩია, არ ვარ  და არასოდეს ვიქნები მშვიდად, სანამ სადმე ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და უბრალოდ, ადამიანებს ხოცავენ!!! ვაპროტესტებ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს, ან დაეხმარება კაცობრიობის საერთო მტრის, პუტინისტური რუსეთის, პოლიტიკას!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ისე მოვიქცევი, როგორც მტერი იქცევა!!! უკუნით სიბნელეს,  ერთი პატარა სინათლის სხივიც კი ამარცხებს და მოდით, ეს სხივი ჩვენ ავანთოთ ჩვენს გულებში!!! ბოროტებას სიკეთით და სიყვარულით დავუპირისპირდეთ!!! ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!!! ნუ გავჩუმებით, ნუ მოვერგებით და ნუ გავაძლიერებთ ჩვენს მტერს, რადგან უმოქმედობა, გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g