LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „არ მაქვს ნაოჭები და რა გადავიჭიმო?!.“

2317
tea-gvasalianews20

ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია, რომელიც სამი შვილის დედაა, არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს საკუთარი თავის მოვლის მარტივ რუტინას და აღნიშნავს, რომ ნაოჭებთან საბრძოლველად არაფერს აკეთებს, რადგან ისინი, უბრალოდ, არ აქვს.

თეა გვასალია:

„თავს ვუვლი“ – ასე არ არის, მაგრამ თვითონ ცხოვრების წესი მაქვს ჯანსაღი. ცხოვრებაში არ მომიწევია, ვერ ვიტან ალკოჰოლურ სასმელებს, არ მიყვარს რუჯი და ვერაფრით ვხვდები, როგორ უნდა ვეგდო ერთი საათი პლაჟზე, რომ ფერი შემეცვალოს. სული მეხუთება, მზეზე რომ ვწევარ.

წყნეთში ფეხით დავდივარ ბევრ ფიჭვნარში.

სალონში დავდივარ თმის გამო და ვივარცხნი, რადგან ჩემი თმა მოურჯულებელია. სხვა არანაირი პროცედურა, არანაირი მასაჟი… ქირურგიული ჩარევა ხომ გამორიცხულია, ნემსის გაკეთების ისე მეშინია… სახის გადაჭიმვის გულისთვის ნემსს ვერაფრით დავირჭობ!

ერთი ფირმის სახის კრემს ვყიდულობ და ასაკის მიხედვით ვცვლი, დილა-საღამოს კრემს ვისვამ და ესაა მოვლა მხოლოდ. ბოტოქსის გაკეთება არასდროს მიფიქრია, რადგან ეს არის შხამი, რომელიც შენი ნებით უნდა შეიყვანო ორგანიზმში… მგონი, არც მაქვს ნაოჭები და რა გადავიჭიმო?!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g