თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“პოზიციები შეჯერებულია, თემა ამოწურულია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის ფარგლებში მუშაობას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. ამასთან, ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, საკითხი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.
