„ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნა არის 430 გვერდიანი.
თეა წულუკიანი განმარტავს, რომ გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს:
„ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო და არა რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები მხოლოდ. აქ არის, ასე ვიტყოდი, ქრონოლოგიურად, ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაციები ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, რაც საკუთრივ მხოლოდ ამიტომ არის ამ დოკუმენტის ღირებულება. მოცემული დოკუმენტი, ასევე, იმედი მაქვს, გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე, შესაბამის სასამართლოებს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვათა შორის, არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
