LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის მთავარი მონაწილე არ უნდა იყოს” – ანა ნაცვლიშვილი

98

ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნას უნდა უპასუხოს და თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე აღარ უნდა იყოს, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხმაურება.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანმა წარმატებით ვერცერთი რეფორმა ვერ გაატარა.

„დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას იუსტიციის მინისტრის საკითხი, რადგან ის არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარადგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას. საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი მოითხოვდა იუსტიციის მინისტრის არყოფნას მინისტრთა კაბინეტში. ეს არის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ ძალიან მძიმე მდგომარეობასა და ბევრ სხვა წარუმატებელ პროცესზე. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, საზოგადოების ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ და წულუკიანი აღარ უნდა იყოს პროცესში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. თუ ის წარადგენს მთავარ პროკურორს, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი,”- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ხელისუფლებამ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა უნა შეაჩეროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g