LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ახალ რეფორმებზე საუბრობს (ვიდეო)

176
72246866-2391935324188368-4179109234635440128-o

თეა წულუკიანი ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ფორუმზე მყოფ იუსტიციის მინისტრებს მიმართა. მან  ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სამართლებრივ პოლიტიკაზე, კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლაზე ისაუბრა. შეხვედრაზე 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება.

წულუკიანის თქმით, ციფრული ტექნოლოგიების ერაში პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ახალი რეფორმებია საჭირო.

“ჩვენ თავიდან, როგორც ყოველ წელს ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს იუსტიციის მართლმსაჯულების და სახელმწიფო სერვისების გაცემის სფეროებში რეფორმები ისე, რომ შევძლოთ პირადი მონაცემების დაცვა და ასევე ადამიანის უფლებების დაცვა იმ ერაში, რომელსაც დიგიტალიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების ერა ჰქვია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჰქვია - თეა წულუკიანი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე არასრულწლოვანია დაკავებული.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართული მინისტერიალი 14 ოქტომბერს გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებას აპირებენ.

mazda magti 5g