LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს: დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?

274
BeFunky-collage

დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?, – ასე უპასუხა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას: „ტაში ამხანაგებო, ტაში“.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნული რეპლიკით პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ იმთავითვე გამოეხმაურეთ მოსახლეობის თხოვნას და რამდენიმე დღეში ეს მუზეუმი მწყობრში ჩადგება. მოსახლეობის სახელით მინდა გადაგიხადოთ. მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ხალზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები