LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანმა სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი და კანცლერი წარადგინა

123
ყარამან11

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს.

რექტორის პოსტი მხატვარმა, პროფესორმა ყარამან ქუთათელაძემ დაიკავა, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კი ლალი თარიმანიშვილი გახდა.

სამხატვრო აკადემიის რექტორი და კანცლერი დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოფიციალურად წარადგინა.

არჩევნები მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდა.  რექტორის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობდა.

რექტორის კანდიდატურა კონკურსით შეირჩა და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიით შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g