LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ.. გოჩა ჩერტკოევის დამსახურებაა, გულთან მიიტანა, უფულობის გამო სწავლა რომ ვერ მოვახერხე, მეუბნებოდა,შენი ნიჭი არ უნდა დაიკარგოსო“ – თედო ბექაური

5245
ing

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალურ დაჯილდოებაზე, გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თედო ბექაურს სწავლას დაუფინანსებენ.

ვიდეო: „ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ თუ რა ხდება ჩემს თავს“ – თედო ბექაური „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებაზე

საკუთარ ემოციებზე თედო ბექაური ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თეატრალურ უნივერსიტეტში აუცილებლად ჩააბარებს:

„რამდენიმე დღეში, ალბათ, გარკვეული, დალაგებული და დაწყნარებულიც ვიქნები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ თამარს (მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი) უღრმესი მადლობა გადავუხადო. თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ.

გოჩა ჩერტკოევის დამსახურებაა, მან დაინახა ჩემში არტისტულობა და გულთან მიიტანა, რომ უფულობის გამო სწავლა ვერ მოვახერხე, პირად საუბრებშიც მეუბნებოდა,შენიო ნიჭი არ უნდა დაიკარგოსო“, – აღნიშნავს თედო ბექაური.

„ხალხს უკვირდა, ელიავაზე რომ მხედავდა… მაგრამ როცა შემოსავლის სხვა წყარო არ გაქვს და გიჭირს, რას იზამ?!.. ვერ ვი­აზ­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს მოხ­და“ – თედო ბექაურის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ვიდეო: „ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ თუ რა ხდება ჩემს თავს“ – თედო ბექაური „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებაზე

„მთელი სეზონის განმავლობაში თედოსგან ერთხელაც არ წამოსულა ნეგატივი და ეს მოგებაზე მეტია“ – თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის ფინალში შესრულებული ემოციური „პასოდობლე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები