LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TechXplore – თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის

419
თიბისი

18-20 ოქტომბერს ტარდება TechXplore, თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში.

მონაწილეებმა ადგილზე უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭირო ღირებულებას.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია შეიკრას გუნდი. გუნდში შესაძლებელია იყოს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილე. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 30 სექტემბრამდე.

თიბისის ჰაკათონის მხარდამჭერია თინეთი, რომელიც მე-3 ადგილზე გასულ გუნდს დააჯილდოებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები