LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თედო ჯაფარიძისა და რიჩარდ ლუგარის ფოტო -“27-ჯერ შევხვდი მარტო ლაბორატორიის საკითხზე…”

173
tedo-jafaridzecvd

მაია დოქსოპულო სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც, როგორც თავად წერს, არქივში ჰქონდა. მასზე საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, უშიშროების საბჭოს მდივანი, თედო ჯაფარიძე და რიჩარდ ლუგარი არიან გამოსახულნი, ლუფარის ცნობილი ლაბორატორიის დამაარსებელი. როგორც პოსტის ავტორი წერს, სწორედ ამ ორ ადამიანს შორის არაერთმა შეხვედრამ გახადა შესაძლებელი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის დაარსება.

გთავაზობთ პოსტს:

“რიჩარდ ლუგარი და თედო ჯაფარიძე!

ეს ფოტო, ჩემი დიდი არქივიდან ამოვიღე, ჩემი დიდი მეგობრის და დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი გამორჩეული, განათლებული და ყველა ადამიანური თვისებით დაჯილდოებული ჩემი სტუდენტის, თედო ჯაფარიძის მიერ ნაჩუქარი!

ამ დრომ მოიტანა, ისე არ მიყვარს პირადი სივრცის საჯაროდ გამოტანა! თედო ჯაფარიძის გვერდით ბატონი ლ უ გ ა რ ი ა, თუ არ იცოდით, დაიმახსოვრეთ მისი სახე! იმ ახლა ყველაზე ხშირად- ხსენებადი ლაბორატორიის დაარსების ავტორი! თედო ჯაფარიძე კი, მთელი იმ მოვლენების აქტიური მონაწილე, ჯერ აშშ-ში საქართველოს ელჩის რანგში (1994-2002 წლები), შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში!

ფოტოს უკანა მხარეს მკრთალად აწერია! “27 შეხვედრა მქონდა ამ ლეგენდარულ პიროვნებასთან მარტო ლაბორატორიის საკითხზე! სხვებთან ამავე საკითხზე ჩატარებულ შეხვედრებს, ვერაფრით დავთვლი! შეინახე შენს არქივში!”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g