ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი თანამდებობაზე მეორე ვადით, კიდევ 5 წლით აირჩიეს.
ასეთი გადაწყვეტილება ჯანდაცვის 75-ე მსოფლიო ასამბლეამ ფარული კენჭისყრით მიიღო.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, კარლ ლაუტერბახის ინფორმაციით, გებრეიესუსმა 160-დან 155 დელეგატის ხმა მიიღო.
გებრეიესუსი უფლებამოსილების მეორე ვადის შესრულებას ოფიციალურად 16 აგვისტოდან შეუდგება.