LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TEDxTbilisi -ის მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 17 აპრილს გაიმართება

52

TEDxTbilisi -ის მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 17 აპრილს გაიმართება. TEDxTbilisi 2016-ის შესახებ ”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. ”საქართველოს ბანკი” უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 2016 წლის 17 აპრილს, 11:30 ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (ა. გრიბოედოვის 10ა) გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. მათივე ინფორმაციით, TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა.

”წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა. TEDxTbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო – ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.

როგორც TEDxTbilisi-ს წარმომადგენელმა მერი გაბაშვილმა აღნიშნა, TEDxTbilisi-თვის სპიკერები სხვადასხვა მიზეზით არიან შერჩეულნი  –  ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების.

”გასულ წლებში TEDx-მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მეოთხე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში ასეთი საინტერესო სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება”, – აღნიშნა გაბაშვილმა.

„საქართველოს ბანკი დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს“,- განაცხადა ”საქართველოს   ბანკის”   გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

TEDxTbilisi 2016 -ის გამართვა შესაძლებელი გახდა ქართული კომპანიების -”საქართველოს ბანკის”, Room   Hotel   Tbilisi –  ის, ”კრისტალის”, ”ბორჯომის”, ”გურიელის”, ”ნატახტარის”, ”თელიანი ველის”, ”სამსუნგის”, ”ჯეოლაბის”, ”მარკეტერის”, ”ჯამპსტარტ ჯორჯიას”, Bettery -ს და ”ჯორჯიან ივენთის” მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g