LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა“ მომხმარებლებს აკუმულატორების შეცვლის აქციას სთავაზობს

176

„თეგეტა მოტორსი” მომხმარებლებს აკუმულატორების შეცვლის აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ შეარჩიონ ნებისმიერი ბრენდის ახალი აკუმულატორი, გადაცვალონ ძველ აკუმულატორში და მიიღონ 60%-მდე ფასდაკლება. აღსანიშნავია, რომ ასევე VARTA-ს ბრენდის აკუმულატორებზე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით.

„გაითვალისწინეთ, ტემპერატურის კლებასთან ერთად იკლებს ავტომობილის აკუმულატორის რესურსი. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად და სწორად შევარჩიოთ იგი, რადგან სწორედ აკუმულატორი უზრუნველყოფს ავტომობილს სწრაფ სტარტს და სრულყოფილ მუშაობას. „თეგეტას“ ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ: OPTIMA-ს, VARTA-ს, EXIDE-ს, START-ის, AKOM-ის, BRAVO-ს და სხვა ბრენდების უმაღლესი ხარისხის აკუმულატორები. თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა” გთავაზობთ აკუმულატორის უფასო მიტანის და მონტაჟის სერვისს, თქვენ მხოლოდ აკუმულატორის ღირებულებას გადაიხდით.

ასევე „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით – 032 226 44 44.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები