LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებს 49 ლარიდან სთავაზობს

290

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებს 49 ლარიდან სთავაზობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სპეციალური შეთავაზება „თეგეტა მოტორსმა“ ავტომფლობელებს ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გაუკეთა.

”ქვეყნის მასშტაბით ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, ავტომფლობელებისთვის რეკომენდირებულია საბურავების სეზონური შეცვლა. როდესაც  ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, აუცილებელია გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები”, – აღნიშნეს ”თეგეტა მოტორსში”.

მათივე ცნობით, მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისით.

”გარდა ამისა „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ საბურავების შენახვის სერვის, რაც გულისხმობს არასეზონური საბურავების შენახვის ყველა სტანდარტის დაცვით დასაწყობებას მომდევნო სეზონამდე. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კი კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს ისარგებლოს წინასწარი რეზერვაციის სერვისით”, – განმარტეს კომპანიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g