LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსი“ Shell -ის ბრენდის ძრავის ზეთზე აქციას გთავაზობთ

151

„თეგეტა მოტორსს“ მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზება აქვს –  თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ აქციას, პრემიუმ კლასის Shell -ის ბრენდის ძრავის ზეთზე. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ყოველი 4, ან მეტი ლიტრი  Shell-ის ბრენდის საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემა 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი,  აქცია ვრცელდება  Shell Helix Ultra-ს, HX8 (5W30, 5W40) და HX7 (5W30, 5W40) მსუბუქი ავტომობილის ძრავის ზეთებზე.

„ამასთანავე 30%-მდე გარანტირებული თანხა, ქულების სახით დაგერიცხებათ „თეგეტა ქარდზე“. აქცია მოქმედებს 12 ოქტომბრის ჩათვლით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, Shell არის ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მომწოდებელი კომპანია, რომელიც100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის ზეთი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე მეცხრე წელია დასახელებულია ნომერ პირველ ბრენდად მსოფლიო მასშტაბით. მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის  საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის,  მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“  Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g