LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს 0%-იანი განვადებით სარგებლობა შეუძლია

135

„თეგეტა მოტორსმა“ მომსახურება 0% განვადებით გამოიტანა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 12 ივლისიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და დამტკიცების საკომისიოს გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მომსახურების, ან პროდუქტის ღირებულებას და არანაირ სხვა დამატებით გადასახადს.

კომპანიის ინფორმაციითვე, აღნიშნული აქციით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც სერვისულ მომსახურებაზე, ასევე ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.

”აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „თეგეტა მოტორსის“ ქოლცენტრს: (32) 226 44 44. 

„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით, ასევე შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის”, – ნათქვამია „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g