თითქმის ოთხთვიანი რომანის შემდეგ, ტეილორ სვიფტსა და ტომ ჰიდლსტონს შორის ურთიერთობა განელდა. წყვილთან დაახლოებული ინსდაიდერების თქმით, შეყვარებულები სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ერთად.
თუ ადრე ტეილორი ტომთან საკმაოდ ხშირად მიდიდოდა, ამჟამად ის ავსტრალიაში მარტოა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი იქ „თორის“ მომდევნო ნაწილის გადაღებებზე იმყოფება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ტომი თვლის, რომ მისი და ტეილორის რომანი საკმაოდ მალე განვითარდა, ამიტომ ტემპის შენელება მოისურვა. ამას გარდა, რომანი ნეგატიურად აისახება მის კარიერაზე.
„ტეილორმა ეს რომანი შოუდ აქცია და ყველაფერი გააკეთა, რომ მოვლენები აჩქარებულიყო. ამ ურთიერთობაში წესებს სვიფტი ადგენს, ტომს კი ის ადარდებს, რომ მისი პირადი ცხოვრება ნეგატიურად აისახება მის კარიერაზე“, – განუცხადა ერთ-ერთ გამოცემას ინსაიდერმა.