LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა საკუთარი რეკორდი მესამედ გაიმეორა

130
TA-easter-eggs-hero-jpg

,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 67 წლიან ისტორიაში, ტეილორ სვიფტმა ჩარტის ტოპ ათეული მესამედ დაიკავა.

საქმე ისაა, რომ წინამორბედი ორი დისკის ჰიტების მსგავსად, იგივე ბედი გაიზიარა არტისტის ახალი ალბომის სიმღერებმაც.

აღსანიშნავია, რომ სვიფტი ერთადერთი მომღერალია, რომელმაც 1956 წლიდან ამ დრომდე საკულტო ჰიტ აღლუმის საუკეთესო ათეულის ოკუპაცია სრულად, თან მესამედ მოახერხა. ამასთან, კრებულის თორმეტივე ჩანაწერი რეიტინგის თორმეტეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა მეთორმეტე სტუდიური ალბომი – The Life of a Showgirl 3 ოქტომბერს გამოუშვა. სადებიუტო კვირაში ფირფიტის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. შედეგად, მან ახალი რეკორდიც დაამყარა, რაც გულისხმობს თანამედროვე ეპოქაში ალბომის ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებელს ერთ კვირაში. ის აქამდე ადელს ეკუთვნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები