როგირც იცით, ტენესის შტატში, ნეშვილში მომხდარმა ტორნადომ დედაქალაქს ძალიან დიდი ზარალი მიაყენა, განადგურდა ადგილობრვი ინფრასტრუქტურა და უამრავი ოჯახი უსახლ-კაროდ დარჩა.
30 წლის მომღერალმა, მრავალი ჯილდოს მფლობელმა ტეილორ სვიფტმა, ტენესიში თავსდამტყდარი ტორნადოს მიერ გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 1 მილიონი დოლარი გამოყო.
ამის შემდეგ კი პოპ-ვარსკვლავმა საკუთარი „ინსტაგრამის“ საშუალებით 127 გამომწერს მოუწოდა, ტენესის სასწრაფო დახმარების ფონდს, ფინანსურად დაეხმარონ.
შეგახსენებთ, გამოცემა „ბილბორდმა“ სვიფტი ათწლეულის ქალად დაასახელა.