LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

96

აშშ- ში ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ ჰიუსტონში, სადაც მთავარი კაშხლიდან წყლის გადმოდის. არსბობს საშიშროება, რომ შეიძლება ირგვლივ მდებარე დასახლებები დაიტბოროს.

წყლის ხელოვნური რეზერვუარი, ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.  „ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, წყალი 36 მეტრის სიმაღლის მქონე კაშხალიდან უკვე გადმოდის. მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა, – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და წყალი მაღლა ეტაპობრივად იწევს.
ამავდროულად, მეზობელ ოლქში – ბრაზორიაში ტბა კოლამბია გადმოვიდა. ამასთან დაკაშირებით ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდა.

ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი „ჰარვი“ შაბათს დაატყდა თავს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ამ დროისთვის სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ჰიუსტონის მერის სილვესტერ თერნერის თქმით, დროებითი განთავსების ცენტრებსა და თავშესაფრებში, ამ დროისთვის, ექვსი ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g