LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავი განახლდება: ქალაქში დაწყებულია შენობების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება

44
telavi2-858x503

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში თელავში მიმდინარე პროექტებზე პირველი შედეგები უკვე გვაქვს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შენობების კონკრეტული ბლოკები უკვე დასრულებულია და სამუშაოები კვლავ გრძელდება,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ თელავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში, ქალაქში დაწყებულია თელავის შემოსასვლელ ქუჩებზე (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა) მდებარე შენობების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ენერგოეფექტურობის ელემენტები, რაც უკვე განხორციელდა. სრულად გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯარები, რაც დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს ქუჩების ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც.

„თელავი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორია მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შედეგები“, -განაცხადა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g