კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, დღეს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” კონცერტს გამართავს.
ანსამბლი 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეგიონულ ტურნეს აგრძელებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “ერისიონმა” კონცერტები ქვეყნის ყველა რეგიონში ჩაატარა.
ქართული ტურნეს დასრულების შემდეგ, ანსამბლი უკრაინასა და მოლდოვაში მიემგზავრება.