წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. კომპანიის ცნობით, თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.
სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, დაახლოებით, 24 მილიონი ლარი მოხმარდება.