LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავსა და ქუთაისში ემიგრანტებისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება

109
ტრენინგები

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თელავსა და ქუთაისში ემიგრანტებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგებს ჩაატარებს.

ტრენინგების ფორმატი ითვალისწინებს როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მონაწილეთა ჩართულობას. 

ტრენინგები ჩატარდება:

  • 24 ივლისს (14:00 -19:00 საათი)- ქ. თელავში 
  • 31 ივლისს (14:00 -19:00 საათი) – ქ. ქუთაისში 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • დაზოგვა და პირადი ბიუჯეტი – გზა ფინანსური მიზნების მისაღწევად
  • ფინანსური სისტემა და კომერციული ბანკები
  • საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
  • მეწარმეობა
  • საინვესტიციო შესაძლებლობები
  • ფინანსური უსაფრთხოება

კურსს გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის თანამშრომლები.

ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია.

magti 5g