LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება

63

თელავში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა და შურისძიება სახელდება.

30 წლამდე მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი როლანდ დაუდაშვილის მეგობარი ჟურნალისტებთან აცხადებს, ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ  და ვარაუდობს, რომ მკვლელობის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილილის ოჯახის წევრებს. ისინი მეგობრების მსგავსად მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას და შურისძიებას ასახელებენ, რადგან, მათი თქმით, დაუდაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g