თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
პირველ სართულზე დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცის ჩამონგრევის მიზეზი თოვლის მასა გახდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვითარებას გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერიც.
ლევან ანდრიაშვილის თქმით, აღნიშნული კორპუსის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორციელდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.