თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.
საწარმოს ასაშენებლად შპს „ნატვიტს“ თელავში, სადგურის ქუჩის შესახვევში მდებარე 7662.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 399 840 ლარია.
ახალ საწარმოში 100% ნატურალური ყურძნისგან დამზადებული წვენის წარმოება მოხდება, ხოლო ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩაიბარებენ, რაც ხელს შეუწყობს რთველის პერიოდში მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის გაჩენას.
აღსანიშნავია, რომ წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა 40 ადამიანს დაასაქმებს.