„ბრალდება აბსურდულია და ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემს წინააღმდეგ” – ასე პასუხობს „TV 25“-ს ლექტორი იმ სტუდენტის ბრალდებაზე, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი ტელეფონის პროგრამა გატეხეს და ასე უგზავნიდნენ მის სტუდენტს შეტყობინებებს.
როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა
ბათუმში სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
იგი პროცესის უკან კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ხედავს და მათ შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოს მიაწვდის. ომარ მახარაძე მზადაა სამართალდამცველების და მედიის კითხვებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს.
“ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე ვიგრძენი, რომ ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით მივლინებული ვიყავი მუნიციპალიტეტში. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა ის მოქმედი კანონმდებლობით დაისჯება,” – აცხადებს ლექტორი.
მოისმინეთ სატელეფონო ჩანაწერი:
შეგახსენებთ სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგო ხელს „ქართული ოცნების“ წევრისკენ იშვერს. ახალგაზრდა ყვება, რომ პედაგოგი თამამის სელფების გაგზავნას სთხოვდა. მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა ლექტორის ლექციებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს, აღნიშნულ პიროვნებას სალექციო კურსის ჩატარების უფლება დროებით შეუჩერეს.