დაურეკოთ ადამიანს მსოფლიოს მეორე ბოლოში, გაუგზავნოთ შეტყობინება მეგობრებს რამდენიმე წამში ან იპოვოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია – ეს ყველაფერი არ არის, რაც თქვენს მობილურ ტელეფონს შეუძლია.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენს მოწყობილობას ახალ სიცოცხლეს შესძენს:
სამუდამოდ დაბლოკეთ ტელეფონი
ეს საშუალება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში დაგაინტერესებთ თუ ტელეფონი მოგპარეს. საქმე იმაშია, რომ თითოეულ ტელეფონს აქვს თავისი სერიული, 15 ციფრიანი ნომერი. თუ თქვენს მობილურს რამე დაემართა, თქვენს შეგიძლიათ დაურეკოთ ოპერატორს, უკარნახოთ ეს ნომერი და ის სამუდამოდ გამოირთვება.
თუ ამ გზას ყველა ჩვენგანი მიმართავს, ტელეფონების ქურდობა უბრალოდ ყველანაირ აზრს დაკარგავს.
გადაიღეთ სურათები წყალქვეშ
თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სამყაროშიც კი, ყველა ტელეფონი არ არის აღჭურვილი წყალქვეშა გადაღების ფუნქციით. თუმცა სპეციალური წყალგაუმტარი შალითის წყალობით, ნებისმიერი ტელეფონით შესაძლებელია ფოტოს გადაღება. საკმარისია უბრალოდ პოლიეთილენის ჩასადები.
ფეის-კონტროლი
ყველა ანდროიდ-მოწყობილობას აქვს ფუნქცია, რომელსაც რატომღაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას, თუმცა ფეის-კონტროლი ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე უბრალოდ პაროლი ან სიმბოლოები. იმისათვის, რომ გაააქტიუროთ მეპატრონის სახის ამომცნობი, ტელეფონის ფუნქციებში იპოვეთ „უსაფრთხოება“, „ბლოკირება“ და აირჩიეთ საჭირო ფუნქცია.
გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე თქვენს სმარტფონს
სრულიად ნორმალურია, რომ დროთა განმავლობაში ტელეფონების კორპუსი მტვრისგან ჭუჭყიანდება. ცოტამ თუ იცის, რომ აპარატის დისფუნქციის მიზეზი ხშირად სწორედ ეს არის. იმისთავის, რომ თავიდან აიცილოთ, საკმარისია გასუფთავების ელემენტარული საშუალება: usb-პორტთან მიიტანეთ სამედიცინო შპრიცი და გამოუშვით ჰაერი, რომლის შედეგადაც მასში მტვერი აღარ დარჩება.



