LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელევიზიები ხელში და ჯიბეში – გაგოშას ახალი ნამუშევარი [ფოტო]

1027
69359152-1421876557977457-7374025089894842368-o

ქართული „სტრიტ არტის“ ცნობილი  წარმომადგენელი გაგოშა [გიორგი გაგოშიძე] ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ქუჩის კედლებზე გადატანას განაგრძობს. ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში ტელევიზიები და მედია დამოუკიდებლობის თემა მოხვდა.

გაგოშას ახალი სტენისლი ასე გამოიყურება – მამაკაცი ხელში და ჯიბეში მიკროფონებით. ეს მიკროფონები კი კონკრეტული ტელევიზიების ლოგოებითაა – “მაესტრო” და “პოსტ ტვ” ჯიბეში; “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და “იმედი” ხელში, მამაკაცს კი მათი “გადასანსვლის” სურვილი აქვს.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაგოშამ უამრავი სტენსილი შექმნა, მათ შორის ერთ-ერთმა მიწისქვეშა გადასასვლელში დიდი ყურადღება მიიქცია. 

ქართლის დედა თვალზე აფარებული ხელით - გაგოშას ახალი პროტესტი

ქუჩის მხატვარი ამ ნახატით 20 ივნისის ღამეს ეხმაურება.

ქართლის დედა, რომელიც ქუჩის მხატვარმა 21 ივნისის მოვლენებზე შექმნა, წაშალეს. წაშალეს ასევე დაზიანებულისგან აწყობილი ახალი სტენსილიც.

ქართლის დედა, რომელსაც სპეცრაზმელი იარაღს უმიზნებს – 20 ივნისის თემაზე სტენსილი ისევ წაშალეს

“მეგობრული რჩევა იქნება, ნუ ებრძვით ნახატებს, ეს იგივეა ქარის წისქვილებს შეერკინოთ,” – დაწერა მაშინ

ნახეთ ასევე: გაგოშას ახალი სტენსილი ლარზე: შოთა თამარს ამშვიდებს [ფოტოები]

„დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს“ – ქუჩის მხატვრის პროტესტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g