LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პეტიცია ვრცელდება

Untitled

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოსაძიებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პეტიცია ვრცელდება.

აღნიშნულ მოთხოვნას ზაზა სარალიძე აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, პეტიციას ხელი მოაწერონ, რადგან მოხდეს სრულყოფილი გამოძიება და დამტკიცდეს, რომ მაჩალიკაშვილი სრულიად უსაფუძვლოდ იქნა ლიკვიდირებული.

“ყველა ქართველს თუ არა ქართველს მივმართავ თხოვნით. მოვაწეროთ ხელი ყველამ ერთხმად. კომისიის შექმნით დადასტურდება რომ სრულიად უსაფუძვლოდ იქნა ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილი.

ვფიქრობ, არა მარტო ოჯახი და ახლო ნათესავები, არამედ მთელი საზოგადოებაც, უფლება გვაქვს ვიცოდეთ რა აუცილებლობას წარმოადგენდა თემირლანის ლიკვიდაცია. არავინ არაფრით არ ვართ დაზღვეულები თუ სიმართლე არ გვეცოდინება.

არ მივცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მიაფუჩეჩოს ეს საქმე და გაურკვევლობაში დაგვტოვოს. ვფიქრობ, ვალდებულია, ჩვენი ეგრეთწოდებული მთავრობა, რომ კითხვებზე პასუხი მივიღოთ.

თქვენი თანადგომა არა ერთხელ გამოგიხატავთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ და ეხლაც ნუ დაიზარებთ, იქნებ კომისიის შექმნა შანსი იყოს მისი ოჯახის სიმშვიდისთვის.

ყველა ადამიანს დიდ მადლობას გიხდით და უფალი აუცილებლად სიკეთით გადაგიხდით. ღმერთმა აგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო,” – წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად,  19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.  რამდენიმე თვეა, გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართლიანობის აღდგენას  და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g