თბილისში, თემქის დასახლებაში მე-12 კლასელს ქვეითთა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი გადარჩა და მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი არ მიმალულა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს თვითმხილველი თორნიკე დარჯანია. მისი ინფორმაციით, ზებრაზე გადასვლისას მოზარდ გოგონას საპირისპირო ზოლიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა, შემთხვევა სკოლისა და ბაღის მახლობლად მოხდა.