LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქის მედიათეკაში „60+ კლუბი“ იხსნება

423
მედიათეკა

2 აპრილს თემქის მედიათეკაში „60+კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ მეორე ფილიალი გაიხსნება.

კლუბში გასაწევრიანებლად რეგისტრაცია 18 მარტს დაიწყება. მსურველებს განაცხადის ფორმა მედიათეკის მისაღებში დახვდებათ (მისამართი: თემქა, მე-11 მიკრორაიონი, მე-3 კვ. (ზღვისუბნის პარკის ტერიტორია)).

კლუბი, რომელიც წევრობასა და მოხალისეობრივ ჩართულობაზე დაფუძნებულ ჰარმონიულ გარემოს წარმოადგენს, გათვალისწინებულია თემქაზე მცხოვრები 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.

კლუბი წევრებს სთავაზობს, აითვისონ ახალი უნარები, დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ სიახლეებს, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

კლუბი მოიცავს საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს: ცეკვა (ქართული და სამეჯლისო), სახვითი ხელოვნება და ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშები. 

კლუბი იმუშავებს სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

თბილისში პირველი „60+ კლუბი“ მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში 2022 წელს გაიხსნა. ამ სამი წლის განმავლობაში კლუბის წევრების რაოდენობამ 150-ს მიაღწია, გაიმართა არაერთი საანგარიშო კონცერტი და გამოფენა, კლუბის წევრებისთვის განხორციელდა არაერთი ერთჯერადი აქტივობა და სხვა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.

magti 5g