მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს დღეს კოჯორში დაკრძალავენ.
ანსამბლ ივერიის წევრის, ნუგზარ კვაშალის ინფორმაციით, ის ლურჯ მონასტერშია დასვენებული, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში სტიქაროსანი იყო.
გასვენება 14:00 საათზე იქნება.
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
