საქართველოს დამსახურებულ არტისტს, თენგიზ არჩვაძეს დღეს 88 წელი შეუსრულდა. მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში.
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.
55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა.
არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).
https://www.facebook.com/grigoli.basilaia.9/videos/2729111700697463/