საგარეო ურთიერთობების ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოსთვის არაფერი იცვლება, რადგან საქართველომ „ობიექტის როლი მოირგო და სუბიექტობას აღარ ესწრაფვის“.
ფხალაძის მოსაზრებით, „თუ საქართველო ანტიამერიკულ ქვეყნებთან „ფლირტაობას გააგრძელებს“, ტრაპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს დემოკრატების პირობებში მოხდებოდა“:
Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
ნიკა გვარამია: „მე მაინც ის მაცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ნიკა გვარამია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის ლიდერობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ან რა გვწყინს, ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება და არც შეიცვლებოდა, რადგან ობიექტის როლი მოვირგეთ და სუბიექტობას აღარც ვესწრაფვით.
ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას თუ გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა! არ გავაგრძელებთ და რაშიც უკვე შეტოპილი გვაქვს, იმაზე პასუხს სხვები მოგვთხოვენ!
ტრამპიც, ამერიკაც და მსოფლიოც თავს რამენაირად მიხედავენ, იმაზე ვიფიქროთ, „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ – როგორც ამას ოდესღაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა!“. – წერს თენგიზ ფხალაძე.
ან რა გვწყინს, ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება და არც შეიცვლებოდა, რადგან ობიექტის როლი მოვირგეთ და…
Posted by Tengiz Pkhaladze on Tuesday 5 November 2024