LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

235
ირაკლი ბერაია და თეონა აქუბარდია

„თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს – მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

„ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით – მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე ასეთი ეპითეტები გამოიყენოს და ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთოს, ამ შემთხვევაში მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, არ იმსახურებს თანამდებობას.

რიმა ბერაძე: „არ არის მოსაწონი შეურაცხყოფა, არც ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან - ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია?“

„ჩემი მისამართითაც იყო სექსისტური განცხადება, მაგრამ წასული თემაა და სახელს და გვარს აღარ დავასახელებ“. – განაცხადა ბერაძემ.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „გაგორებული ფალავანი“ მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია რაც მან ჩემს – საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ წამოიწყო, ეს მოუბრუნდა მას.

ამით მან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე, მე არ მგონია, რომ მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზეც, რა ნიშნულზეც აქამდე იყო.

ამიტომ თუ გნებავთ გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს. მე მოვითხოვ, რომ მან დატოვოს თანამდებობა,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ახლა თქვენ მართლა ზედმეტები არ მოგივიდეთ ყველას! შეირგეთ ის ბოდიშიც, რომელიც იყო გულწრფელი.. წესიერად მოიქეცით“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას 

აღნიშნულზე საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს და დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას.

„ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. რაც შეეხება სინანულს – გასაგებია, თქვენ შეიძლება ობიექტი იყოთ, მაგრამ მე მგონი, ყველამ უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი ფორმებით სინანული გამოთქვას.

ხათუნა სამნიძე: „ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს“

აქვე ვიტყვი – ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა, იმ ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ“. – მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g