„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფისთვის ნორმალურად ბოდიშიც არ მოუხდია.
თეონა აქუბარდია - ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ
„ვერ გამაჩუმებენ, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი“
„ეს არის „ქართული ოცნების“ სახე და იმ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება, რასაც „ქართული ოცნება“ ქალების წინააღმდეგ ეწევა. მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
ის არ უნდა იყოს უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ის ბოდიში, რომელიც მოვისმინეთ, არ იყო მოხდილი, მან ეს ბოდიში თეონას არ მოუხადა. ამის ღირსებაც არ აქვს მას, რომ შესაბამისი ბოდიში მოიხადოს“. – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.